თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მოლდოვის ხელისუფლებას აქვს უფლება აღკვეთოს სიძულვილის ენა, იმიტომ, რომ დასავლეთის ფავორიტია, საქართველოს ხელისუფლებას კი ამის უფლება თურმე არ უნდა ჰქონდეს, თუ აშშ-ის საელჩოს და სხვა დასავლელი აქტორების “ლოგიკას” დავეყრდნობით

ზაალ ანჯაფარიძე: მოლდოვის ხელისუფლებას აქვს უფლება აღკვეთოს სიძულვილის ენა, იმიტომ, რომ დასავლეთის ფავორიტია, საქართველოს…

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, სიძულვილის ენის გაღვივების ხელშემწყობი პოლიტიკოსების მკაცრი დასჯა მოითხოვა.

ანჯაფარიძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტები ხელს უშლის ურთიერთობების გადატვირთვას დასავლეთთან, ვინაიდან, მოლდოვის ხელისუფლებას თუ უფლება აქვს სიძულვილის ენა აღკვეთოს, დასავლელი აქტორების მოსაზრებით, იმავე ნაბიჯის გადადგმის უფლება საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს.

“რა გამოდის, მოლდოვის ხელისუფლებას აქვს უფლება მკაცრად აღკვეთოს სიძულვილის ენა ინტერნეტში, იმიტომ რომ დასავლეთის ფავორიტია, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას კი ამის უფლება თურმე არ უნდა ჰქონდეს, თუ აშშ-ის საელჩოს და სხვა დასავლელი აქტორების “ლოგიკას” დავეყრდნობით.

სწორედ ორმაგი სტანდარტები და მიდგომებია ის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ხელს უშლის ურთიერთობების გადატვირთვას დასავლეთთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს, რომ აშშ და ევროპა საქართველოსთან მიმართებაში ამ მავნე ტვირთისგან თავისუფლდებიან,” – წერს ანჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

9 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

9 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

10 სთ წინ2 წთ