— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით

ზაზა შათირიშვილი: 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა –…

ყველამ კარგად ვიცით, რომ 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც ინარჩუნებს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, უნდა დაინგრეს საქართველო, რომლის ეკონომიკაც წინ მიდის! –  ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების პოლიტიკა კონფლიქტის გახანგრძლივებისა და მისი მასშტაბების ზრდისკენაა მიმართული, რაც, საბოლოოდ მთელი კონტინენტის კატასტროფული ეკონომიკური გამოფიტვით უნდა დასრულდეს, რისი ნიშნებიც როგორც უკრაინაში, ისე რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში აშკარად ჩანს.

„რასაკვირველია, ვერც ამ წერილში ავუვლით გვერდს საქართველოს ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას. როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს უცხოელმა ჩინოვნიკმა პირდაპირ განუცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ იყო, თუკი რუსეთთან ახალი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო სამ დღეზე მეტხანს ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას, რადგან სამი დღის შემდეგ საქართველოს პარტიზანულ ომზე შეეძლო გადასვლა, ხოლო ე.წ. მეგობრები „კონსერვებით“ მოგვამარაგებდნენ.

რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც ინარჩუნებს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, უნდა დაინგრეს საქართველო, რომლის ეკონომიკაც წინ მიდის! უნდა დაინგრეს ისე, ან უარესად, როგორც ევროპა ინრევა დღეს და დაინრევა ხვალ!

დღეის მდგომარეობით, გლობალური ომის პარტია ძალთა დაბალანსებას ცდილობს – უკრაინა რუსეთისთვის სერიოზულ გამოწვევად აქციეს, თუმცა რუსეთი, რომელსაც გაცილებით უფრო სერიოზული სამხედრო რესურსი და პოტენციალი აქვს, მას ჯერ-ჯერობით არ იყენებს. რა თქმა უნდა, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ეს პოლიტიკა კონფლიქტის გახანგრძლივებისა და მისი მასშტაბების ზრდისკენაა მიმართული, რაც, საბოლოოდ მთელი კონტინენტის კატასტროფული ეკონომიკური გამოფიტვით უნდა დასრულდეს, რისი ნიშნებიც როგორც უკრაინაში, ისე რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში აშკარად ჩანს.

ვისაც ამაში იოტისოდენა ეჭვი მაინც ეპარება, შეხედოს უკრაინის ეკონომიკას, რომელიც აღარ არსებობს, შეხედოს იმას, თუ რა ხდება რუსეთში ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით და რა ხდება ევროკავშირის ერთ დროს მოწინავე ეკონომიკაში,“ – აღნიშნულია ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.