— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება ედიკას შვილობილების დაცვაში თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული, მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: გერმანიისთვის კოალიციური მმართველობის გამწევ ძალას მსხვილი პარტიები წარმოადგენენ, თუმცა, დღესდღეობით, მათთვის, საერთო გამოწვევად, სწორედ ახალგაზრდა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადაიქცა, რის გამოც კოალიციური მთავრობა, ერთი შეხედვით დაპირისპირებულმა ძალებმა, რეალურად კი „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა პარტიებმა ერთად ჩამოაყალიბეს

ზაზა შათირიშვილი: გერმანიისთვის კოალიციური მმართველობის გამწევ ძალას მსხვილი პარტიები წარმოადგენენ, თუმცა, დღესდღეობით…

იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე ომისა და უკრაინის დასახმარებლად გადამისამართებული ფინანსების გათვალისწინებით წარმოქმნილი სოციალურ – ეკონომიკური პრობლემების ფონზე მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი გადახედვას მაინც არ ექვემდებარება, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ  გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებთან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში.

შათირიშვილის შეფასებით, გერმანიაში საპროტესტო განწყობის ზრდა შეინიშნება, რისი მაჩვენებელიც “გერმანიის უმსხვილესი პარტიებისადმი ნდობისა და მხარდაჭერის შემცირება, მეორე მხრივ კი, 2013 წელს დაარსებული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგის მკვეთრი მატება, საბოლოოდ კი გუშინდელ არჩევნებში ერთპიროვნული, ტრიუმფალური გამარჯვებაა.”

შათირიშვილი საუბრობს მზარდ ოპოზიციურ ძალაზე “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომლის მიზანიც უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის შემცირება და მისი გერმანელი ხალხისკენ მიმართვაა, რაც ეწინააღმდეგება “დიფ სთეითის” მიერ ჩამოყალიბებეული მთავრობის პოზიციას.

“რუსეთ უკრაინის დამანგრეველი ომის მიმდინარეობის პროცესში, უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების გადადგმისა და განცხადებების თვალსაზრისით, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, გერმანია ყველაზე აქტიურია. იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე ომისა და უკრაინის დასახმარებლად გადამისამართებული ფინანსების გათვალისწინებით წარმოქმნილი სოციალურ – ეკონომიკური პრობლემების ფონზე მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი გადახედვას მაინც არ ექვემდებარება. მეტიც, ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით საუბრები კიდევ უფრო აქტიურდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პოლიტიკას მხარს გერმანელი ხალხიც უჭერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ძალზედ გაჭირდება.

საპროტესტო განწყობების ზრდის უტყუარი მაჩვენებელი კი ათწლეულების განმავლობაში გერმანიის უმსხვილესი პარტიებისადმი ნდობისა და მხარდაჭერის შემცირება, მეორე მხრივ კი, 2013 წელს დაარსებული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგის მკვეთრი მატება, საბოლოოდ კი გუშინდელ არჩევნებში ერთპიროვნული, ტრიუმფალური გამარჯვებაა. მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის შემდეგ, გერმანიისთვის კოალიციური მმართველობა სრულიად ბუნებრივ მოვლენად იქცა. ტრადიციულად, აღნიშნული გაერთიანებების გამწევ ძალას მსხვილი პარტიები – „ქრისტიან – დემოკრატები“ ან „სოციალ – დემოკრატები“ წარმოადგენენ, თუმცა, დღესდღეობით, მათთვის, საერთო გამოწვევად, სწორედ ახალგაზრდა, მემარჯვენე იდეების მატარებელი, უკონტროლო მიგრაციისა და „ლგბტქ+“ დღის წესრიგის მოწინააღმდეგე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადაიქცა, რის გამოც კოალიციური მთავრობა, ერთი შეხედვით დაპირისპირებულმა ძალებმა, რეალურად კი „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა პარტიებმა ერთად ჩამოაყალიბეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მზარდი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები გამუდმებით საუბრობენ, უკრაინის მხარდაჭერის გადახედვა და ამისთვის გამოყოფილი რესურსების გერმანელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრისკენ მიმართვაა, რაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონტროლირებადი სამთავრობო გუნდის დეკლარირებულ პოზიციას მკვეთრად ეწინააღმდეგება.”- ვკითხულობთ წერილში.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

7 სთ წინ1 წთ
გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება ედიკას შვილობილების დაცვაში

13 სთ წინ1 წთ
თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

14 სთ წინ3 წთ