— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რუსეთმა საქართველოში დაატრიალეს, რუსეთმა ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, „მსოფლიო პოლიციელმა“, ისევე, როგორც მთელმა ევროპამ, რუსეთს ეს ყველაფერი „გაუპრავა“

ზაზა შათირიშვილი: იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რუსეთმა საქართველოში დაატრიალეს, რუსეთმა…

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთ საგულისხმო საკითხზე გაამახვილა ყურადღება და საზოგადოების მსჯელობის საგნად აქცია კითხვა, რომელიც, თავადაც პრემიერ-მინისტრმაც შესანიშნავად იცის, რომ რიტორიკულია,  –  ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.

მისი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების დამოკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა, რუსეთს როგორც აშშ-მა, ისე ევროპამ „გაუპრავა.“

„ვისაც არ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ 2008 წლის, ანუ იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რუსეთმა საქართველოში დაატრიალეს, 2009 წლის 6 მარტს, ჟენევაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა – ჰილარი კლინტომა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – სერგეი ლავროვმა გადატვირთვის წითელ ღილაკს დააჭირეს ხელი, რითაც მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზად იყვნენ.

თავად განსაჯეთ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევით, აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, „მსოფლიო პოლიციელმა“, ისევე, როგორც მთელმა ევროპამ, რუსეთს ეს ყველაფერი „გაუპრავა“, რაც, როგორც მოგვიანებით თავად ევროპელები აღნიშნავდნენ, უდიდესი შეცდომა იყო.

მარტივად რომ ვთქვათ, 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიუხედავად, საერთო ჯამში, რუსეთს ფაქტობრივად არაფერი დაკლებია, დაკლებია კი არა, პროცესები ისე განვითარდა, ეს ყველაფერი ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქნა მიჩნეული,“ – წერს შათირიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს,  უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ვითარება სრულიად შეიცვალა და რუსეთი ცივილიზებული საზოგადოებისგან ფაქტობრივად სრულად მოკვეთილია, რასაც ლოგიკური ახსნა აქვს და ოლიგარქიული ოჯახების გეგმის ერთი დიდი ფრაგმენტია.

„ამიტომაც, აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას რუსეთისთვის სულ სხვა პარტია ჰქონდა გამზადებული, ანუ მაშინ ჯერ კიდევ საჭირო იყო ამ სახელმწიფოსთვის „ნორმალური“ სახის შენარჩუნება.

დღეს კი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ – რუსეთი ცივილიზებული საზოგადოებისგან ფაქტობრივად სრულადაა მოკვეთილი.

ბუნებრივია, ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა აქვს და იმ საერთო გეგმის ერთი დიდი ფრაგმენტია, რის განხორციელებასაც ოლიგარქიული ოჯახების ამოსავალი წერტილია,“ – წერს ზაზა შათირიშვილი.