თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა, ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის – ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი – ნულის ტოლია დონალდ ტრამპი – ესპანეთი მიგრაციული კრიზისის გამო განადგურდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა. მოელიან, რომ მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ – „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენ

ზაზა შათირიშვილი: კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების…

კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ჩვენს რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის არარსებულ დანაშაულებზე საუბრის არაჯანსაღ სურვილთან ერთად, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში, რომელიც რომან გოცირიძისა და ოპოზიციის  სხვა წარმომადგენლების მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილის მიერ აშშ-ში ვილის 51,5 მილიონ დოლარად გაყიდვის  ფაქტის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას ეხმაურება.

შათირიშვილის შეფასებით, ქართული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები „ მცდარ ლოგიკურ ჯაჭვს“ აყალიბებენ, რამდენადაც, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ  უპრეცედენტო უსამართლო სანქციები ისედაც მოქმედებს.

„ისინი გამუდმებით მოელიან და საკუთარ მხარდამჭერებსაც არწმუნებენ, რომ ერთხელაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო აქტორები სანქციებს აამოქმედებენ, მეორე დღეს კი მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ – „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, პარტიის საპატიო თავმჯდომარე და გუნდის ლიდერები ქვეყნიდან გაიქცევიან, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენ. თუმცა, ეს ადამიანები ამ შემთხვევაშიც მცდარ ლოგიკურ ჯაჭვს აყალიბებენ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა და მთელმა საქართველომ იცის, რომ მის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ უსამართლო სანქციები ისედაც მოქმედებს და ქონებაზე, რომელიც უცხოეთში აქვს, დღესდღეობით ხელი არ მიუწვდება. ერთი შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დრომდე დაყადაღებული აქვს ის თანხა, რომელიც მრავალწლიანი დავის შემდეგ, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებით, მას ეკუთვნის. ხოლო, მეორე შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ აბსურდს ვაწყდებით, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ „ჰეჯ – ფონდები“, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ფული ინვესტიციების განსახორციელებლად მიანდო, უკვე სამი წელიწადია საკუთარ ფინანსებთან წვდომას სრულიად უარგუმენტოდ უზღუდავენ.“- ვკითხულობთ შათირიშვილის წერილში.

მსგავსი სიახლეები.

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა… პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა, ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს

1 წთ წინ3 წთ
დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული… პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის – ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი – ნულის ტოლია

1 წთ წინ4 წთ
დონალდ ტრამპი – ესპანეთი მიგრაციული კრიზისის გამო განადგურდება მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ესპანეთი მიგრაციული კრიზისის გამო განადგურდება

2 სთ წინ2 წთ