— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: კომიკური ჯო უილსონის კანონპროექტის მომავალი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, ამიტომაც, საქართველო მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის „დიფ სთეითის“ მორიგი დარტყმისთვის, რასაც მომზადებულები და ინფორმირებულები უნდა შევხვდეთ

ზაზა შათირიშვილი: კომიკური ჯო უილსონის კანონპროექტის მომავალი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, ამიტომაც, საქართველო მზად უნდა…

თუკი, საბოლოოდ, ჯო უილსონის კანონპროექტი ძალაში შევა, ცხადი გახდება, თუ რის გამო ითრევს ფეხს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და რატომ არ ალაგებს ურთიერთობას საქართველოსთან, – წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ცხადი გახდება ისიც, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ ისეთივე მარიონეტები არიან, როგორც მაკრონი ან მერცი.
შათირიშვილის განცხადებით, თუკი მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ უილსონის კანონპროექტი საბოლოოდ ძალაში შევა, გამორიცხული არ არის, კონგრესმა საქართველოს სანქციები დაუწესოს.

„ცხადი გახდება ისიც, რომ საქართველოსთან მიმართებაში თავადაც იმ პოლიტიკას ატარებენ, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციას მიაწერდნენ;
ცხადი გახდება, რომ კონგრესი და ადმინისტრაცია არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ უნისონში, „დიფ სთეითის“ დავალებით მოქმედებენ;
რაც მთავარია, ცხადი გახდება, რომ ახალი ადმინისტრაციაც და კონგრესიც „დიფ სთეითისგან“ იმართება, ხოლო დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ ისეთივე მარიონეტია, როგორც მაკრონი, ან მერცი.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი პროცესები ამგვარად წარიმართა, ეს იქნება ყველაზე აშკარა მტკიცებულება იმისა, რასაც უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი.
ასე, რომ კომიკური ჯო უილსონის კანონპროექტის მომავალი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ამ ყველაფრისა. ამიტომაც, საქართველო, საზოგადოება და მმართველი გუნდი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის „დიფ სთეითის“ მორიგი დარტყმისთვის, რასაც მომზადებულები და ინფორმირებულები უნდა შევხვდეთ.
პ.ს. თუკი მოვლენები ამ სამწუხარო მიმართულებით განვითარდა, გამორიცხული არაა, რომ კონგრესი ევროპარლამენტის როლში ვიხილოთ და მაგალითად, საქართველოს „ბომბეიდან – ლონდონამდე გვირაბის გაყვანისთვის“, ანუ ირანის ინტერესების გატარებისთვის დაუწესონ სანქციები…“ – წერს ზაზა შათირიშვილი.