თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
იაგო ხვიჩიამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თავისუფლების მტერი უწოდა ნიკოლოზ სამხარაძე – მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას მარტა კოსი – ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: მართალია და სწორია, რომ არსებული პოლიტიკური ნაგვისგან, გაშიფრული აგენტურისგან უნდა სრულად გაიწმინდოს პოლიტიკური ველი, მაგრამ მეორე მხრივ ეს ქმნის საფრთხეს, რომ მოსუფთავებულ ლანდშაფტზე ოლიგარქიულმა ოჯახებმა ახალი მარიონეტი არ შემოაგდონ

ზაზა შათირიშვილი: მართალია და სწორია, რომ არსებული პოლიტიკური ნაგვისგან, გაშიფრული აგენტურისგან უნდა სრულად გაიწმინდოს…

მართალია და სწორია, რომ არსებული პოლიტიკური ნაგვისგან, გაშიფრული აგენტურისგან უნდა სრულად გაიწმინდოს პოლიტიკური ველი, მაგრამ მეორე მხრივ ეს ქმნის საფრთხეს, რომ მოსუფთავებულ ლანდშაფტზე ოლიგარქიულმა ოჯახებმა ახალი მარიონეტი არ შემოაგდონ,- ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში პარტიების აკრძალვასთან და კრიმინალური პოლიტიკოსების განეიტრალებასთან დაკავშირებით.

ზაზა შათირიშვილის განცხადებით, სანამ გლობალური ომის პარტია ბობოქრობს, ვერანაირი პარტიისა და პოლიტიკური ძალის აკრძალვა ვერ იქნება დამშვიდების საფუძველი.

„საზოგადოებას მინდა განსაკუთრებული სიფრთხილისა და გააზრებულად მოქმედებისკენ მოვუწოდო. მართალია და სწორია, რომ არსებული პოლიტიკური ნაგვისგან, გაშიფრული აგენტურისგან უნდა სრულად გაიწმინდოს პოლიტიკური ველი, მაგრამ მეორე მხრივ ეს ქმნის საფრთხეს, რომ მოსუფთავებულ ლანდშაფტზე ოლიგარქიულმა ოჯახებმა ახალი მარიონეტი არ შემოაგდონ, რომელსაც ერთი შეხედვით კავშირი არ ექნება კრიმინალურ პოლიტიკურ ბანდასთან, მაგრამ ცხადია ის იქნება სრულად დამორჩილებული „დიპ სტეიტის“ და ომის პარტიის მითითებებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – სანამ ეს ძალა ბობოქრობს და მსოფლიოს დამონება სურს, ვერანაირი პარტიის და აგენტის განეიტრალება ვერ იქნება დამშვიდების საფუძველი. მთავარია ინფორმირებულობა, მათი ხაფანგების წინასწარ გამოცნობა და განეიტრალება – რაშიც ქართულ საზოგადოებას უდიდესი გამოცდილება უკვე აქვს,“- ვკითხულობთ წერილში.