— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი:  უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე  გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას…

ახლოვდება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები და მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ ბუდაპეშტისკენ არის მიმართული. ეს არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე  გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი არაფორმალურ ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელსაც სწორედ ვიქტორ ორბანი და მისი პარტია წარმოადგენს,- ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილი წერილში საუბრობს იმ მიზეზზე რომლის გამოც დონალდ ტრამპი ბოლო დღეებში აქტიურად უცხადებს მხარდაჭერას ვიქტორ ორბანს.

„ბოლო დღეებში  ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ აიხსნება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერა ორბანის მიმართ, როდესაც ეჭვი აღარავის ეპარება, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე მისი გუნდი თავიდან ბოლომდე ოლიგარქიული ოჯახების მომსახურე პერსონალი არიან. ბევრს ვერ აუხსნია, რაში უნდა აწყობდეს „დიპ სტეიტს“ უნგრეთში ორბანის მორიგ ჯერზე გამარჯვება, რომელიც ევროპული ბიუროკრატიის თითქმის ერთადერთი შემაკავებელი ინსტრუმენტია სუვერენული, მათდამი ურჩი მთავრობების დანგრევის პროცესში,“- ვკითხულობთ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, „დიპ სტეიტი“  ორ ძალას იყენებს ორბანის წინააღმდეგ, ერთი ეს არის მის დაქვემდებარებაში მყოფი ტრამპი, რომელიც მას მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო მეორე ეს არის ბრიუსელი, რომელიც  სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებს ვიქტორ ორბანს. „საზოგადოების და მათ შორის, პირადად ჩემი გაკვირვება კიდევ უფრო ჯდებოდა ლოგიკაში იმ ფონზე, რომ ასევე „დიპ სტეიტის“ მიერ მართული ბრიუსელი უხეშად, ყოველგვარი წითელი ხაზების დაცვის გარეშე უპირისპირდება ვიქტორ ორბანს, უხეშად ერევა უნგრეთის არჩევნებში და ყველა მიუღებელი მეთოდით ცდილობს ისეთი გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგებზე, რომ გამარჯვება სწორედ ორბანის ოპოზიციურ გაერთიანებას დარჩეს. ეს ჩარევა ისეთი ღია და აშკარაა, რომ საქართველოში, 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში განხორციელებული გარე ჩარევაც კი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც უნგრეთში ვხედავთ. თუმცა კი მეთოდები ნაცნობია, ბრიუსელი უნგრეთის პრემიერს „პრორუსობაში“ ადანაშაულებს, რამდენიმე დღის წინ ჩანაწერიც კი გამოაქვეყნეს, სადაც როგორც ოფიციალურად ამბობენ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო და ლავროვი საუბრობდნენ და ეს გაუგებარი ჩანაწერიც სწორედ ორბანის წინააღმდეგ გამოიყენეს. გამოდის, რომ ერთი სხეულის, ანუ „დიპ სტეიტის“ ორი ხელი, ტრამპი და ბრიუსელი – ერთი მხარდაჭერას უცხადებს ორბანს, ხოლო მეორე მას სამკვდრო/სასიცოცხლო ბრძოლას უმართავს,“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

3 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

4 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

4 სთ წინ5 წთ