— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება გაართულოს

ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების…

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, მათ შორის Patriot-ის რაკეტების მიღებაში ხელი შეუშალოს.

იტალიურ მედიასთან საუბარში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში მისი მოკავშირეების სამხედრო საჭიროებებმა, შესაძლოა, კიევისთვის ხელმისაწვდომი შეიარაღება შეამციროს.

„შესაძლოა, ჩვენ რაკეტებისა და იარაღის მიღების თვალსაზრისით, რომელიც ცის დასაცავად გვჭირდება, სირთულეებს გადავაწყდეთ. ამერიკასა და მის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, თავად დასჭირდეთ, მაგალითად, Patriot-ის სისტემის რაკეტები“, – თქვა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკი და უკრაინა ამერიკულ იარაღს PURL-ის პროგრამით იღებენ. ევროპელები ამერიკელებს ფულს უხდიან, რის შემდეგაც ვაშინგტონი კიევს იარაღს აწვდის.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროპის უსაფრთხოებაში საკვანძო როლს ასრულებს.

„ჩვენ თქვენი დაცვაც ვართ და ევროპელებს ეს ესმით; ისინი ჩვენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან გვეხმარებიან“, – დასძინა ზელენსკიმ