— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
Uncategorized

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

წლის ბოლო თვე ემოციურად ყოველთვის დატვირთულია. მოახლოებული ცვლილებების განცდით, მცირე დაძაბულობა იგრძნობა. ასეთ გარდამავალ პერიოდებში ბევრი რამ უფრო ნათელი ხდება. შესაძლოა, გადაწყვეტილების სისწორეში საბოლოოდ დარწმუნდეთ ან გეგმები შეცვალოთ და სიახლეებზე იფიქროთ.

2025 წლის ბოლოს სამი ნიშანი – ტყუპები, კირჩხიბი და მორიელი, ცვლილებების სურვილს ყველაზე მეტად იგრძნობს. ზოგიერთი მათგანისთვის ეს ურთიერთობების მოულოდნელად შემობრუნების ეტაპი იქნება, ზოგი კი დიდი ხნის ნანატრ ცვლილებას მიიღებს.

უფრო კონკრეტულად, თითოეული ნიშნის შემთხვევაში, ასტროლოგების პროგნოზს ქვემოთ გაგიზიარებთ:

ტყუპები: ტყუპებისათვის დეკემბერი სხვადასხვა საქმის ახალ ეტაპზე გადაყვანის დრო იქნება. შესაძლოა, მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ახლა ფიქრობთ. თუმცა, ეს ქაოსური ცვლილებები არ იქნება. თქვენ საბოლოოდ მიიღებთ შედეგს იმისთვის, რისთვისაც ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრს შრომობდით.

გეგმები, მიზნები, პროფესიული მიმართულება და ყველაფერი, რაც პიროვნულ განვითარებას უკავშირდება, ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. ის, რაც ადრე მიუღწეველი ჩანდა, ახლა მარტივად გამოგივათ.

სამსახურში ცვლილებების, თვითგანვითარებისა და დაწინაურების დროა. ასევე, ეს არის ეტაპი, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ, 2026 წლისთვის რომელ გეგმებსა და მიზნებს დაემშვიდობოთ და რის განვითარებაზე იფიქროთ.

ასტროლოგების მთავარი რეკომენდაცია: ნუ მიეჯაჭვებით იმას, რაც მხოლოდ ჩვევაზეა დაფუძნებული.

კირჩხიბი:
დეკემბერი შინაგანი სამყაროს, თქვენი მიდგომების, ურთიერთობების შეფასებასა და პრიორიტეტების განახლებას მოითხოვს. ურთიერთობების თვალსაზრისით, 2025 წლის ბოლო თვე ბევრად მეტ სიცხადეს მოგიტანთ. ყველაფერი, რაც ბუნდოვანი იყო, საბოლოოდ გაცხადდება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.

ადამიანების შეფასების შესანიშნავი დროა. მიხვდებით, ვინ არის თქვენთან ნამდვილად გულწრფელად და ვის უნდა დაემშვიდობოთ საბოლოოდ. შესაძლოა, ემოციურად რთული იყოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც არასაჭირო ურთიერთობებისაგან გათავისუფლდებით, ძალიან დიდ თავისუფლებას იგრძნობთ.

ასტროლოგების მთავარი რეკომენდაციაა, რომ ცვლილებებს არ შეეწინააღმდეგოთ. დეკემბერი თქვენს ცხოვრებას ძველ ფენებს ფრთხილად ჩამოაშორებს და დაგეხმარებათ იმის დანახვაში, თუ რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული.

მორიელი:
მორიელებისთვის 2025 წლის დეკემბერი ნამდვილად გარდამტეხი მომენტი იქნება. ეს არის პერიოდი, როდესაც ბევრი რამ, რაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე, უძრავად იყო, ბუნებრივად შეცვლას დაიწყებს და სიახლეებისკენ გიბიძგებთ.

ეს თვე ახალი მიზნების ჩამოყალიბებასა და პრიორიტეტების გადაფასებაში დაგეხმარებათ. ურთიერთობებსა და საქმეებში სიცხადე გაიზრდება, რაც მოგცემთ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. მომატებულ თავდაჯერებულობას იგრძნობთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, თამამად გადადგათ თქვენი ოცნებებისკენ ნაბიჯი.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, დეკემბერი ცვლილებებს მხარს უჭერს. ამიტომ, თუ ფინანსური, სამსახურებრივი ან პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანს გეგმავდით და აქამდე ვერ დაიწყეთ, სწორედ ახლა გაქვთ კარგი შანსი, რომ განხორციელებაზე საბოლოოდ დაფიქრდეთ.

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ… Uncategorized

თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა

1 დღის წინ5 წთ
თორნიკე ჭეიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა… Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა და დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა

19 ნოემბერი4 წთ
თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების… Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილი: წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას – მათ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ, ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს

29 ოქტომბერი4 წთ