— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
საქართველო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ჩინეთში გამართულ აგრარული ტექნოლოგიების სატრენინგო პროგრამაში მონაწილეობდნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ჩინეთში გამართულ აგრარული ტექნოლოგიების სატრენინგო პროგრამაში…

აგრარული ტექნოლოგიების საერთაშორისო სატრენინგო პროგრამა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ უჰანში, ასევე ბეიჯინგსა და იანტაიში გაიმართა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასაწავლო პროგრამა ითვალისწინებდა აგრარული სექტორის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გაცნობას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ კვლევითი ლაბორატორიები, სასათბურე და სასაქონლო მეურნეობები, მონიტორინგისა და შეფასების ინფრასტრუქტურა და პირადად გასცნობოდნენ ჩინეთის აგრარულ სექტორში დანერგილ თანამედროვე პრაქტიკებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე კვლევითი მიმართულებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურულ და ტექნოლოგიურ მნიშვნელობას, ქვევრის ღვინის უნიკალურ ტექნოლოგიასა და ქვეყნის აბორიგენული ჯიშების მრავალფეროვნებას. ქართული იშვიათი ჯიშების დეგუსტაციამ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია და ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის პროფესიული და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას.

სატრენინგო პროგრამაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების 14-კაციანი დელეგაცია მონაწილეობდა.

პროგრამა ორგანიზებული და დაფინანსებული იყო ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კომერციის სამინისტროს, ჩინეთის საელჩოსა და Hubei Vocational College of Bio-Technology-ის მიერ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ