თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
აშშ-ის ინვესტიციები, “შუა დერეფანი” და მილიარდიანი პროექტები – Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
პოლიტიკა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: პოლიტიკოსებს ვერ გამოგვყავს საკმარისი ხალხი

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: პოლიტიკოსებს ვერ გამოგვყავს საკმარისი ხალხი

ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ არსებობს ადამიანების კრებული, რომლებსაც აქვთ გასაგები გზა როგორ მივდივარ გამარჯვებამდე. თუ დავინახე ასეთი გზა და ასეთი ადამიანები, მაშინ ჯარიმასაც გავრისკავ, შეიძლება ციხეც გავრისკო და გამოვალ, მაგრამ თუ ვერ დავინახე კრებული ადამიანების და გასაგები გზა, მაშინ არ ვრისკავ- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

მან პოლიტიკურ პროცესებში ხალხის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ საკმარისი არ არის, რადგან, მისი თქმით, პოლიტიკოსებს ვერ გამოყავს საკმარისი ხალხი.

„ჩვენ ხომ პრობლემა მაგაში გვაქვს. ხათრი იმიტომ ვახსენე, რომ ადამიანს მე რომ ველაპარაკები ვარწმუნებ, რომ აი ამიტომ, ამიტომ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი. მაგრამ რომ გამოიყვან ერთხელ და რომ ანახებ, რომ წინასთან შედარებით უკვე პირობითად ორჯერ მეტი ვიყავით, მერე ისიც უნდა ჩაერთოს პროცესში, შემდეგ კვირაში იმან უნდა აკეთოს იგივე, იმან აიღოს ტელეფონი და იმანაც უნდა ურეკოს, ხალხის ჩართულობა მარტო ის კი არაა, რომ ქუჩაში გამოხვედი, ადამიანებს უნდა აუხსნა, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ისეთი დემოკრატია, სადაც ბიულეტენით წყდება ამ ქვეყნის ბედი. სამწუხაროდ, სამწუხაროდ ჩემმა თაობამ, ჩემ წინა თაობამ, ჩემს შემდეგმა თაობამ ეს ქვეყანა ვერ მივიყვანეთ მაქამდე და ამიტომ ყველას გვაქვს სხვა სამუშაოც. გარდა იმისა, რომ არჩევნებზე რაღაცას ვაკეთებდით, ახლა მუშაობა არის ბრძოლა, ქუჩაში გამოსვლა და პლიუს ჩვენ გარშემო ხალხის დარწმუნება, რომ ქუჩაში ხალხი უნდა გამოვიდეს, მაგის მიტოვება იმაზე, რომ პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ და პოლიტიკოსებმა გამოიყვანონ ხალხი, ვერ გამოგვყავს პოლიტიკოსებს საკმარისი ხალხი“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები.

აშშ-ის ინვესტიციები, “შუა დერეფანი” და მილიარდიანი პროექტები – Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს… პოლიტიკა

აშშ-ის ინვესტიციები, “შუა დერეფანი” და მილიარდიანი პროექტები – Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს

35 წთ წინ6 წთ
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის… პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

3 სთ წინ4 წთ
საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის… პოლიტიკა

საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია

4 სთ წინ2 წთ