თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: „ნაციონალური მოძრაობის” წიაღში დაბადებულ ბიზნეს-მონოპოლიებს, რა ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნეს გარემო უნდა მოვთხოვოთ?

ზურაბ ქადაგიძე: „ნაციონალური მოძრაობის” წიაღში დაბადებულ ბიზნეს-მონოპოლიებს, რა ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნეს გარემო უნდა…

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ქართული ეკონომიკა გადაიქცა კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიებზე დაფუძნებულ სისტემად, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეკონომიკაში დატოვა, როცა ქართული ეკონომიკა გადაიქცა კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიებზე დაფუძნებულ სისტემად.

„საზოგადოებას დღეს აქვს სრული უფლება, დასვას მთავარი კითხვა: რეალურად რა მასშტაბის ზიანი მიაყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანას და რატომ ვიმკით ამ შედეგებს დღესაც?

პოლიტიკური სუვერენიტეტის შელახვა, უცხო ქვეყნების ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა და სპეცსამსახურებთან გადაჯაჭვულობა – ეს მძიმე მემკვიდრეობაა, თუმცა, თეორიულად გამოსწორებადი;

არასამთავრობო სექტორისა და ჟურნალისტიკის დისკრედიტაცია, მათი პოლიტიკური იარაღად ქცევა – ამასაც შეიძლება ეშველოს, თუმცა დიდი დრო და თვითგამწმენდი პროცესია საჭირო;

ექსპერიმენტებად ქცეული განათლების სისტემა – კვლავ რთული, მაგრამ გამოსწორებადი პრობლემაა.

მაგრამ ყველაზე მძიმე და პრაქტიკულად ყველაზე მავნე მემკვიდრეობა ეკონომიკაში დატოვეს! „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში ქართული ეკონომიკა გადაიქცა კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიებზე დაფუძნებულ სისტემად. ბანკებიდან დაწყებული, სადისტრიბუციო ქსელებით დასრულებული, მთელი რიგი სფეროები ჩაიგდეს ხელში უკონკურენტო, გამდიდრებულმა ჯგუფებმა, რომელთა ფესვები სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება. სწორედ მაშინ დაიწყო მათი გაძლიერება და სწორედ მაშინ შეიქმნა გარემო, სადაც დღეს კონკურენციის სურვილიც კი, ფაქტობრივად შეუძლებელია – ახალ მოთამაშეს „ცხვირსაც არ შეაყოფინებენ“ არცერთ სფეროში.

დღევანდელი სოციალური და ეკონომიკური უსამართლობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ კარტელების შედეგია. და ახლა, იგივე ჯგუფები გამოდიან განცხადებებით, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან ფასების კორექტირება „ბიზნესის ტერორია“. სინამდვილეში, მათ არც სურვილი აქვთ და არც ნება, იმსჯელონ რეალურ გამოსავალზე – როგორ შემცირდეს ხალხის ტვირთი და როგორ მოგვარდეს სოციალური პრობლემები. ამის ნაცვლად, კვლავ ირჩევენ ნაცნობ გზას: ლობისტების დაქირავებას, მანიპულაციას, შიდა პროცესების დამახინჯებულად წარმოჩენას. ზუსტად ისე, როგორც ქართულ კანონებს ნათლავდნენ „რუსულად“, დღესაც ცდილობენ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა „ბიზნეს ტერორად“ გაასაღონ.

ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, „დამპალი თესლი ჯანსაღ ნაყოფს ვერ იძლევაო”. „ნაციონალური მოძრაობის” წიაღში დაბადებულ ბიზნეს-მონოპოლიებს რა ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნეს გარემო უნდა მოვთხოვოთ? ამიტომ, ვინც პრემიერ-მინისტრის ამ სახალხო, რეალურად ქართულ და სოციალური სამართლიანობისკენ მიმართულ ინიციატივას უსაგნო და არაარგუმენტირებული კრიტიკით შეხვდება, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს — ვისი ინტერესების გამტარია და რომელი „დამპალი თესლის“ ნაყოფს წარმოადგენს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

მსგავსი სიახლეები.

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

7 სთ წინ2 წთ
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC პოლიტიკა

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC

9 სთ წინ1 წთ
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში… პოლიტიკა

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

9 სთ წინ1 წთ