— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე- როგორ აპირებს ინვესტიცების ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია

ზურაბ ქადაგიძე- როგორ აპირებს ინვესტიცების ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო…

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განსახილველად წარადგინა.

„კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ექსპორტის მხარდაჭერა განისაზღვრება. თუმცა, პარლამენტის ფასების კომისიის მუშაობის ფარგლებში გამოკვეთილია მწვავე ტენდენცია – ადგილობრივ მწარმოებლებს სერიოზული ბარიერები აქვთ შიდა სარეალიზაციო ქსელებთან (ე.წ. “რითეილი”, დაგვიანებული გადახდები, არაკონკურენტული პირობები). ჩემი კითხვა ასეთია – როგორ აპირებს ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია? ხომ არ მივიღებთ სურათს, სადაც სააგენტო ეძებს გარეთ იმას, რისი საფუძველიც შიგნით ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია?
ექსპორტი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული (სერტიფიცირება, ლოჯისტიკა, მარკეტინგი). თუ მეწარმე ადგილობრივ ქსელებში წამგებიან პირობებშია, მას ექსპორტისთვის საჭირო საინვესტიციო კაპიტალი უბრალოდ არ ექნება. საერთაშორისო ბაზარი ითხოვს სტაბილურ და დიდ მოცულობებს. თუ მწარმოებელი ადგილობრივი ქსელების მხრიდან დისკრიმინაციული პირობების გამო ვერ ზრდის წარმოებას, ის ვერც ექსპორტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სააგენტოს ფუნქცია არ უნდა იყოს მხოლოდ გამოფენებზე ტარება, მას უფრო სერიოზული პრეზენტაბელურობა სჭირდება“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

1 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

1 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

2 სთ წინ5 წთ