— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ზვიად ავალიანი ჰერჩინსკის: ქართველებს არაერთი ბნელი პერიოდი გვქონია ისტორიის მანძილზე, მაგრამ ისეთი ბნელი და უკუნი მაინც არასდროს ვყოფილვართ, რომ მეზობლის ბავშვები ცოცხლად დაგვემარხა მხოლოდ იმის გამო, რომ მას ებრაელი მშობლები ყავდა – ქართველებს არავისი დასაცინი ან დასამუნათებელი არაფერი გვჭირს

ზვიად ავალიანი ჰერჩინსკის: ქართველებს არაერთი ბნელი პერიოდი გვქონია ისტორიის მანძილზე, მაგრამ ისეთი ბნელი და უკუნი მაინც…

ბატონი ელჩი სულ ტყუილად გვაშინებს 90-იანების აჩრდილით სადაც, სხვათა შორის, ყველაზე დიდი პრობლემა სიღატაკე იყო და ამ სიღატაკეში და ქვეყნის ეკონომიკის ჯართად გაყიდვაში სწორედ დასავლელმა ინსტრუქტორებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დეინდუსტრიალიზაცია, ამ პროცესისთვის ტაშიც გვაკვრევინეს და კონკრეტულად ჩვენი ქვეყანა კლასიკურ ნეოკოლონიად აქციეს, – წერს ჟურნალისტი, ზვიად ავალიანი, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში.

ავალიანის თქმით, ელჩი ცდილობს, ქართველ ხალხს არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბის და შთააგონოს, რომ “უფროსი ძმის” გარეშე ის განწირულია, რაც კლასიკური კოლონიალიზმია.

“ევროკავშირის ელჩი, ჰერჩინსკი, გვაფრხილებს რომ თუ ევრობიუროკრატიას არ დავუჯერებთ უკან, 90-იან წლებში, სამოქალაქო ომისა და კორუფციის ჭაობში დავბრუნდებით.

ბატონ ჰერჩინსკის მინდა ვუთხრა, რომ რეალურად, საქართველოში ცხოვრება არასდროს ყოფილა ისე საშიში, როგორც მაშინ, როცა ამ ქვეყანას დასავლეთის აგენტურა მართავდა და დასავლეთის ბიუროკრატია მას “დემოკრატიის შუქურას” უწოდებდა.

ამიტომ, ბატონი ელჩი სულ ტყუილად გვაშინებს 90-იანების აჩრდილით სადაც, სხვათა შორის, ყველაზე დიდი პრობლემა სიღატაკე იყო და ამ სიღატაკეში და ქვეყნის ეკონომიკის ჯართად გაყიდვაში სწორედ დასავლელმა ინსტრუქტორებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დეინდუსტრიალიზაცია, ამ პროცესისთვის ტაშიც გვაკვრევინეს და კონკრეტულად ჩვენი ქვეყანა კლასიკურ ნეოკოლონიად აქციეს.

ასე რომ, პირადად მე არ ვურჩევდი ბატონ ჰერჩინსკის 90-იან წლებზე დისკუსიის დაწყებას.

რაც შეეხება სამოქალაქო ომსა და კორუფციას, ეს ყველაფერი ნამდვილად იყო, მაგრამ განა არის სადმე ქვეყანა, რომელსაც მსგავსი პრობლემები არ გამოუვლია?

უბრალოდ, უსინდისობაა ამის გამო ხალხს არასრულფასოვნების კომპლექსს უყალიბებდე და შთააგონებდე, რომ “უფროსი ძმის” გარეშე ის განწირულია. ეს უკვე ნეოკოლონიალიზმიც კი არ არის. ეს კლასიკური კოლონიალიზმია.

და ბოლოს, თუ ვინმეს მაინცდამაინც ისტორიული წიაღსვლების გაკეთება სურს, მას ვურჩევდი ჯერ მიუკერძოებლად შეესწავლა მსოფლიო ხალხთა წარსული და შემდეგ გამოეტანა დასკვნები.

ქართველებს არაერთი ბნელი პერიოდი გვქონია ისტორიის მანძილზე, მაგრამ ისეთი ბნელი და უკუნი მაინც არასდროს ვყოფილვართ, რომ მეზობლის ბავშვები ცოცხლად დაგვემარხა მხოლოდ იმის გამო, რომ მას ებრაელი მშობლები ყავდა.

არც ცოცხლად დაგვიწვავს მილიონობით თანამოქალაქე იმის გამო, რომ პირჯვარს სხვანაირად იწერდნენ ან საერთოდ არ იწერდნენ.

არც საკუთარი მიწა-წყლიდან გაგვირეკია, დაგვიმონებია და ამოგვიწყვეტია ვინმე იმის გამო, რომ გარეგნულად ან ზნე-ჩვეულებით ჩვენ არ გვგავდნენ.

და, სხვათა შორის, არც იმ ლგბტევზთ ხალხისთვის “გვიმკურნალია” ოდესმე თავში დენის გატარებით, როგორც ამას ზოგიერთ კონტინენტზე აკეთებდნენ და ახლა აქეთ გვამუნათებენ, რომ თითქოს ჩვენი კულტურა უმცირესობების მიმართ არატოლერანტულია.

ერთი სიტყვით, ქართველებს არავისი დასაცინი ან დასამუნათებელი არაფერი გვჭირს და თუ ბატონ ჰერჩინსკის რომელიმე პუნქტში ეჭვი ეპარება, შემიძლია შესაბამისი ლიტერატურა მისთვის გასაგებ, ევროპულ ენებზე გავუგზავნო.” – წერს ზვიად ავალიანი.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

3 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

7 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

7 სთ წინ2 წთ