ზვიად ავალიანი მაია სანდუზე: მოლდოვას მართავს რუმინეთის მოქალაქე, რომელიც იმ ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებისთვის იბრძვის, რომელსაც მართავს და ამას აკეთებს იმის მიუხედავად, რომ ხალხის უმრავლესობას ეს არ სურს. ამაზე უფრო ღია უცხო ქვეყნის აგენტი და აგენტურული მმართველობა რაღა უნდა იყოს

„მოლდოვას პრეზიდენტი სანდუ (რომელიც პარალელურად რუმინეთის მოქალაქეა) აცხადებს, რომ მხარს უჭერს მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების იდეას (?!), თუმცა იქვე სინანულით აზუსტებს, რომ მოლდოვის მოსახლეობის უმრავლესობა არ იზიარებს ამ პოზიციას.
ესე იგი, რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე უყურეთ:
ანუ ერთ ქვეყანას მართავს მეორე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იმ ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებისთვის იბრძვის, რომელსაც მართავს და ამას აკეთებს იმის მიუხედავად, რომ ხალხის უმრავლესობას ეს არ სურს.
ამაზე უფრო ღია უცხო ქვეყნის აგენტი და აგენტურული მმართველობა რაღა უნდა იყოს მე არ ვიცი…
სხვათა შორის შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს სანდუ ბრიუსელმა ევროპაში მცხოვრები მოლდოველების ხმებით, ანუ მოლდოვის მოსახლეობისთვის ხელების გადაგრეხვით დასვა პრეზიდენტის პოსტზე და შეგახსენებთ იმასაც, რომ მოლდოვაში სანდუს და ბრიუსელის გაკრიტიკება ფაქტობრივად სახელმწიფოს ღალატთან არის გაიგივებული და ოპოზიცია, როგორც ასეთი, არ არსებობს.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის იცით? სანდუ იქაც იტყუება, უფრო სწორად, მანიპულირებს, როცა ამბობს უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს რუმინეთთან გაერთიანების იდეასო. სინამდვილეში უმრავლესობის მხარდაჭერა კი არა, საერთოდ არავითარი მხარდაჭერა არ აქვს მოლდოვაში რუმინეთთან გაერთიანების იდეას. პირადად ვარ ნამყოფი მოლდოვაში და მე იქ ფიზიკურად არ მინახავს ადამიანი, რომელიც რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა.
პირიქით, მოლდოველები ფიქრობენ, რომ ბრიუსელს ისინი იაფი მუშახელის როლში ჭირდება და დიდი იმედგაცრუება აქვთ ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.
საგულისხმოა, რომ მოლდოვის ქეისი იმასაც გვაჩვენებს, თუ რა სცენარით შეიძლება პოსტსაბჭოთა ქვეყნები “მოხვდნენ” ევროკავშირში – თუ ისინი უარს იტყვიან საკუთარ სახელწიფოებრიობაზე და შეუერთდებიან რომელიმე ევროკავშირის წევრ მოსაზღვრე ქვეყანას.
რუმინეთს უკვე დიდი ხანია სურს მოლდოვის შეერთება. უკრაინის დასავლეთ მიწებზეც არაერთხელ გამოუთქვამთ პრეტენზიები დასავლელ მეზობლებს… აი ქართველ აკაცუკებს კი აქაც არ გაუმართლათ: სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ გვესაზღვრება და შესაბამისად, ჯერ არავის გამოუხატავს საქართველოს შეერთების სურვილი.“- წერს ზვიად ავალიანი.

უახლესი

მსგავსი სტატიები