— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

2011 წლის 26 მაისის დარბევისას დაღუპული სულიკო ასათიანის შვილი: ჯიხურის მეპატრონეც საუბრობდა, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო – შეთითხნილი ბრალდებით უნდა დაეჭირათ ის კაცი, რომ ჩვენთვის დაეჯერებინათ, თითქოს, დენმა მოკლა

2011 წლის 26 მაისის დარბევისას დაღუპული სულიკო ასათიანის შვილი: ჯიხურის მეპატრონეც საუბრობდა, რომ იქ არანაირი დაზიანება არ…

არარეალური იყო ის ყველაფერი, თვითონ მეპატრონეც საუბრობდა, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო. ჯერ მარტო იმ კაცის ჩვენება არის საკმარისი, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო, – ასე უპასუხა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ დაღუპული სულიკო ასათიანის შვილმა, პაატა ასათიანმა, წამყვანის შეკითხვას „თუ მოუნახულებია ის ადგილი, სადაც, როგორც არწმუნებდნენ, მამამისი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა“, გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“.

როგორც ასათიანი იხსენებს, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, ფართის მეპატრონე, ოლეგ ჟვანია, შეთითხნილი ბრალდებით დაეკავებინა იმის გამო, რომ ოჯახს სულიკო ასათიანის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია დაეჯერებინა.

„მე პროკურატურაშიც ვიყავი მაგ თემაზე და ხშირად ვესაუბრებოდი, რომ ეს ყველაფერი ბლეფი იყო და რეალობასთან არ იყო შესაბამისობაში. მაგ შეკითხვაზე ვერც იმათ გამცეს დამაჯერებლად პასუხი. არარეალური იყო ის ყველაფერი, თვითონ მეპატრონეც საუბრობდა, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო. ჯერ მარტო იმ კაცის ჩვენება არის საკმარისი, რომ იქ არანაირი დაზიანება არ იყო.

მინდა ერთი რამ დავამატო, რომ გავიგეთ, ტელევიზიით ყველაფერი გადაიცემოდა, რომ ეს ბატონი [ფართის მესაკუთრე] დაიჭირეს. მე მივედი, ვინც ჩვენს საქმეში იყო შუაში ჩამდგარი და ვინც პასუხისმგებელი იყო ჩვენს გაჩერებაზე და პირდაპირ ვუთხარი: იმ კაცის ცოდვას ნუღარ გვადებ თავზე, გადაეცი ეს ზემდგომებს, თორემ, მართლა არ გავჩერდებით-მეთქი, მართლა ბრძოლას დავიწყებთ-მეთქი. მერე გავიგეთ, რომ მალევე გამოუშვეს ის კაცი და გაგვიხარდა, მისი ცოდვა მაინც არ დაგვადეს თავზე – შეთითხნილი ბრალდებით უნდა დაეჭირათ კაცი, რომ ჩვენთვის დაეჯერებინათ, თითქოს, დენმა მოკლა. ეს თხოვნა შეასრულეს და გამოუშვეს ის ბატონი. ჩემი მხრიდან, რაც შემეძლო ის გავაკეთე, მეტი ვერაფერი,“ – აღნიშნა პაატა ასათიანმა.

ჯიხურის მეპატრონე, ოლეგ ჟვანია, 2011 წლის 26 მაისის დარბევის შემდეგ გარდაცვლილი სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის შესახებ იხსენებდა: „თუ ვიტყოდი, რომ [ჯიხურის სახურავზე] რამე დაზიანება მქონდა და ამიტომ გარდაიცვალა ის ხალხი, იყო შემოთავაზება ორი მილიონი. შემდეგ იყო მუქარები, ამბობდნენ, რომ მთავრობას მოუვიდა შეცდომა, ამხელა ჩირქს ხომ არ ჩამოიკიდებს კისერზე, აიღე ორი მილიონი და წადი, დაისვენე საზღვარგარეთ ან სადღაც. მე-6 დღეს, როდესაც კვლავ უარი მიიღეს დამაპატიმრეს.“

2011 წლის 26 მაისს, აქციის დარბევის შემდეგ, თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯიხურის სახურავზე ორი მამაკაცის – სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის ცხედრები იპოვეს. ოფციალური ვერსიით, ორივე მათგანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.