თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
პოლიტიკა

დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის ღამეზე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ არაადამიანური მოპყრობის ლეგალიზება. სასწრაფოები სასწრაფოებზე მოდიოდა და მოჰყავდათ გონებადაკარგული, დასახიჩრებული, სისხლში ამოსვრილი ადამიანები, შეჰყავდათ და ცივ იატაკზე აწვენდნენ

დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის ღამეზე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ არაადამიანური მოპყრობის…

„ჩვენ მთელი ღამე, შემდეგ ვიყავით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, როდესაც დამტვრეული და დასახიჩრებული ხალხი მოჰყავდათ, ასზე მეტი ადამიანი ჩვენი ბეჭით „შევიტანეთ“ კლინიკაში და მე ეს გავიგე მეორე დღეს, რომ ორი ადამიანი იპოვეს თავისუფლების მოედანზე, მარკეტის თავზე. მთელი ეს პროცესები ამის მერე განვითარდა – ოჯახთან სერიოზული მუქარები, აშანტაჟებდნენ, აშინებდნენ, ემუქრებოდნენ, ურჩევდნენ რომ ასე ცხოვრება ვერ გაგრძელდებოდა იმის გამო, რომ ისინი ძალიან დიდხანს დარჩებოდნენ ხელისუფლებაში და ამის გამო პასუხს აგებინებდნენ. მე ვიცოდი ეს ყველაფერი“,- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა ხდებოდა კონკრეტულად 2011 წლის 26 მაისის ღამეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ლორთქიფანიძემ აღწერა ის ყოფა, რომელშიც დასისხლიანებულ, გონებადაკარგულ ადამიანებს ამყოფებდა რეჟიმი. ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ კლინიკაში მხოლოდ გონებადაკარგული ხალხი გადაჰყავდათ, რათა ისინი არ გარდაცვლილიყვნენ.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩვეულებრივად ხდებოდა ამათი [ნაციონალური მოძრაობის] არაადამიანური მოპყრობის ლეგალიზება. მოდიოდა სასწრაფოები სასწრაფოებზე და მოჰყავდათ დასახიჩრებული ადამიანები, დამტვრეულები, სისხლში ამოსვრილები და პირდაპირ შეჰყავდათ და ცივ იატაკზე აწვენდნენ პირდაპირ სანამ ექიმი მოიცლიდა, მოვიდოდა და ნახავდა. ამან ჩემი პროტესტი გამოიწვია, შევედი და ვუთხარი – არ გრცხვენიათ კაცო, ამხელა კლინიკაში ნუთუ „ადიელები“ არ გაქვთ, მოიტანეთ და ძირს მაინც დააფინეთ, რომ ეს ხალხი იმაზე მაინც დაწვნენ. გონებადაკარგული ადამიანები მოჰყავდათ და რომ არ გარდაცვლილიყვნენ ამიტომ მოჰყავდათ საავადმყოფოში, თორემ ვისაც სიცოცხლის ნიშან-სვეტი ჰქონდა დარჩენილი ისინი არ მოჰყავდათ, ფაქტობრივად, მოჰყავდათ ადამიანები, რომლებიც მანქანიდან თვითონ ვერ ჩამოდიოდნენ და კადრებიც არსებობს, სასწრაფოს მანქანიდან ჩვენ ჩამოგვყავდა“,- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რატომ ეყარა ძირს ამდენი ხალხი ლორთქიფანიძემ უპასუხა, რომ ადგილი არ იყო საავადმყოფოში და ამიტომ ეყარნენ ძირს გონებადაკარგული ადამიანები.

„ადგილი არ იყო. სულ სისხლში იყო ყველაფერი მოსვრილი, ალბათ სპეციალურად გააკეთეს იმიტომ, რომ ისინი ხომ მოქმედებდნენ სადიზმის რაღაც განსაკუთრებული [ფორმა] ჰქონდათ, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ დასცალდათ თორემ, შემდგომში ამას ისე „ლამაზად დახატავდნენ“ და დაანახებდნენ საზოგადოებას, რომ ადამიანი ქუჩაში გამოსვლასაც ვერ გაბედავდა, რა აქცია, რის აქცია, ვის ჰქონდა ორი თავი?! იმიტომ რომ ანახებდნენ ამ უბედურებას, მაგრამ მადლობა უფალს, რომ მომავალ წელს მათი [მმართველობა] დასრულდა, ისე როგორც უნდა დასრულებულიყო.
მაგრამ ამდენი ადამიანი შეიწირეს იმ ღამეს. რამდენიმე მოკლეს, მანამდე იცით თქვენ, რომ 125 ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტეს პირდაპირი მნიშვნელობით,“- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

მსგავსი სიახლეები.

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

6 სთ წინ2 წთ
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC პოლიტიკა

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC

7 სთ წინ1 წთ
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში… პოლიტიკა

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

7 სთ წინ1 წთ