საქართველოს ნაკრებმა კუნგ-ფუს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა 36 მედლით დაასრულა

ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში, კუნგ-ფუს მეათე მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობას 54 ქვეყნის 1586 სპორტსმენი იღებდა. სხვადასხვა კატეგორიაში საქართველოს კუნგ-ფუს ნაკრებმა ჩემპიონატზე 36 მედალი – ორი ოქრო, ცხრა ვერცხლი და 25 ბრინჯაო მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ასევე მონაწილეობა მიიღო გუნდურ ასპარეზობაში, რომელშიც მოიპოვა სპეციალური პრიზი.

ქართველი სპორტსმენები ჩინეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდნენ.

უახლესი

მსგავსი სტატიები