— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
სპორტი

საქართველოში საქველმოქმედო გარბენი Wings for Life World Run გაიმართა

საქართველოში საქველმოქმედო გარბენი Wings for Life World Run გაიმართა

საქართველო მსოფლიო საქველმოქმედო გარბენს შეუერთდა – Wings for Life World Run-ის რიგით მე-13 რბენაში წელს 173 ქვეყნიდან, 346,527 ადამიანი და 192 ეროვნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

Wings for Life World Run 2026 ყველა კონტინენტს მოიცავს. პირველადი მონაცემებით, საქართველოში საუკეთესო შედეგი 45 კმ ნიკოლოზ დვალიშვილმა აჩვენა. ქალებს შორის საუკეთესო შედეგი, 24 კმ კი მარიამ კოპაძეს ჰქონდა.

მსოფლიო მასშტაბით მონაწილეთა მიზანია ზურგის ტვინის დაზიანების კვლევების მხარდაჭერა. რეგისტრაციიდან მობილიზებული თანხის 100% სრულად მოხმარდება კლინიკური და სამედიცინო კვლევების დაფინანსებას. 2014 წლიდან დღემდე ფონდმა საქველმოქმედო მიზნებისთვის 69.7 მილიონი ევრო მოიზიდა.