აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება. „ნიკა მელიას ძალიან ბევრჯერ, ბევრი რამე გავუტარე – სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერია და ზოგი სხვაც“ წერს სააკაშვილი.
ანანიძის განცხადებით, საზოგადოებისთვის უცნობია „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა სამზარეულო, მაგრამ ყველამ კარგად იცის ის, თუ რა დამართეს ზოგადად საქართველოს, რაც ქართველმა ერმა არ „გაუტარა“ მათ.
„არ ვიცით, რა გაუტარეთ ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რაც ჩაუტარეთ საქართველოს. რაც არ გაგიტარათ ხალხმა,“- წერს ანანიძე.




