ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად – ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს

“კომენტატორმა თქვა, უკრაინელმა ზაბარნიმ რუს მეკარე საფონოვს ხელი არ ჩამოართვა ვარჯიშზეო. აი, ამას ქვია ღირსება და პრინციპულობა. ხვიჩა კვარაცხელიამ არათუ ხელი ჩამოართვა, შეახტა და ჩაეხუტა. ხვიჩა, იცი თუ არა, ვინ წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ვინ მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ვინ ამოგვიხოცა ამდენი ხალხი? რუსს, პუტინის მეხოტბეს და ფეხქვეშ გამგებს, რანაირად ეხუტები? შენი სამშობლოს ისტორიას ან აწმყოს გაცნობიხარ საერთოდ? ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად. აშკარად არ გსმენია და ზაბარნის კითხე, იქნებ რამე მაინც გასწავლოს.
P.S. აბა, რა საერთოა კვარასა და სეტანტას შორის? დაგუგლული არ აქვს არცერთს სიტყვა ღირსება,” – წერს რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

უახლესი

მსგავსი სტატიები