„ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული.
დემოკრატიაზე ლიტონი საუბარი არ არის ინდულგენცია. ისევე როგორც, პატრიოტიზმი მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის, ის პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ერთგულებით იზომება.
საზოგადოებისთვის მორალის შესახებ ქადაგება მარტივია, ბევრად რთულია თავად იყო იმ სტანდარტის შესაბამისი, რომელსაც სხვებს სთხოვ.
დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე ყველაფერს დაადგენენ და საქართველოს წინაშე ყველა ჯაშუში პასუხს აგებს.“ – წერს მეტრეველი.


მსგავსი სტატიები


