აჩიკო ბოლქვაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

სერბეთის ქალაქ ნოვისადში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა მოჭიდავე აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პოლონელი იესინ ბენ ლაბედი დაამარცხა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მან მერვედფინალი უკრაინელ ივან ჩმირთან დათმო, ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ქარჩაიძე, შემდეგ კი სერბი ანდრია მიჰაილოვიჩი დაამარცხა.

ქართველი მოჭიდავეები ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

უახლესი

მსგავსი სტატიები