მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულეს

რიგაში მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი „Riga City Council’s Cup“ გაიმართა.

19 წლამდე კატეგორიაში ანასტასია ჩხარტიშვილმა ფინალში მასპინძელი ლატვიელი პოლინა სტასევსკა ანგარიშით 3-0 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

14 წლამდე კატეგორიაში ანდრია ჩხარტიშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნორვეგიელი ერიკ ბელინი ანგარიშით 3-2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხოლო 12 წლამდე კატეგორიაში ელენე ქობალია ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესტონელი მონა სომსი ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

ახალგაზრდა სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები