ქართველი მხედარი შალვა გაჩეჩილაძე ზედიზედ მეორედ მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს

ქართველმა მხედარმა შალვა გაჩეჩილაძემ პოლონეთში ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მან ათ რჩეულ სპორტსმენს შორის მოხვედრა შეძლო. ამ შედეგით შალვა გაჩეჩილაძემ მსოფლიოს თასის ფინალის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მსოფლიოს თასის ფინალი 2026 წლის აპრილში აშშ-ის ტეხასის შტატში გაიმართება. ქართველმა მხედარმა შალვა გაჩეჩილაძემ ცხენოსნობის ოლიმპიური სახეობის – კონკურის – მსოფლიოს თასის ფინალში პირველად 2025 წელს იასპარეზა.

შალვა გაჩეჩილაძემ პოლონეთში ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიიღო.

უახლესი

მსგავსი სტატიები