თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
სპორტი

ლამინე იამალი თბილისში ვეღარ ჩამოვა

ლამინე იამალი თბილისში ვეღარ ჩამოვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთს 15 ნოემბერს უმასპინძლებს. ამ შეხვედრისთვის ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ „ბარსელონას“ ვარსკვლავი ლამინე იამალი განაცხადში შეიყვანა. თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაიით იამალი საქართველოში ვერ ჩამოვა.

იგი ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა, თუმცა სწორედ ამ დღეს, 10 ნოემბერს „ბარსელონას“ ექიმებმა ნაკრებს გაუგზავნეს დასკვნა, რომლის მიხედვით საზარდულის ტრავმის გამო იამალმა 7-10 დღე უნდა დაისვენოს.

იამალის ნაცვლად ნაკრების განაცხადში მწვრთნელმა ხორხე დე ფრუტოსი შეიყვანა.

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი).

მცველები: ემერიკ ლაპორტი (ბილბაო), დანი ვივიანი (ბილბაო), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), მარკ კუკურელია (ჩელსი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დინ ჰაუსენი (რეალი), პედრო პორო (ტოტენჰემი).

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (პსჟ), მარტინ ზუბიმენდი (არსენალი), მიკელ მერინო (არსენალი), ალეიშ გარსია (ლევერკუზენი), პაბლო ბარიოსი (ატლეტიკო), ალექს ბაენა (ატლეტიკო), პაბლო ფორნალსი (ბეტისი).

თავდამსხმელები: მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), იერემი პინო (კრისტალ პალასი), დანი ოლმო (ბარსელონა), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა), ფერან ტორესი (ბარსელონა), სამუ აგეჰოვა (პორტუ), ბორხა იგლესიასი (სელტა), ხორხე დე ფრუტოსი (რაიო ვალეკანო).