ტომ ფელტონი დრაკო მალფოის როლს დაუბრუნდა

ბროდვეიზე მსახიობ ტომ ფელტონის დებიუტი შედგა. პიესაში „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ ის თავის ყველაზე ცნობილ როლს – დრაკო მალფოის დაუბრუნდა.

ფელტონის სცენაზე პირველ გამოჩენას ოვაცია მოჰყვა. მაყურებელმა მას რეპლიკა მქუხარე აპლოდისმენტებით შეაწყვეტინა.

„ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ 2016 წლის პიესაა, რომელი „პოტერიანის“ ავტორმა ჯოან როულინგმა სცენარისტ ჯეკ ტორნთან ერთად შექმნა. ის „ჰარი პოტერის“ გმირების შვილების ისტორიას მოგვითხრობს. ბროდვეიზე სპექტაკლი 19 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

უახლესი

მსგავსი სტატიები