ჭადრაკში საქართველოს ქალთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის მე-3 ტურში საქართველომ ანგარიშით 2.5 : 1.5 დაამარცხა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი — უკრაინის ნაკრები და ‘B’ ქვეჯგუფში დამაჯერებელ ლიდერობას განაგრძობს.

გამარჯვების ქულა ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა.

შემდეგ ტურში საქართველოს მეტოქე უძლიერესი ჩინეთის ნაკრები იქნება.

უახლესი

მსგავსი სტატიები