თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
საქართველო

ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველომ ხუთი მედალი მოიპოვა

ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველომ ხუთი მედალი მოიპოვა

ქართველი სპორტსმენების მორიგი წარმატება – ესპანეთის ქალაქ პამპლონაში, ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველომ 5 მედალი მოიპოვა – 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

სპორტის მინისტრმა სპორტსმენებს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში გამარჯვება უსურვა.

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე აცხადებს, რომ სპორტსმენებმა კარგი შედეგი აჩვენეს.

“სპორტის სამინისტროში ვუმასპინძლეთ ბატუტზე მხტომელებს, რომლებმაც მსოფლიო პირველობაზე კარგი შედეგი აჩვენეს. საქართველოს ვაჟთა წყვილთა ნაკრებმა უმაღლესი სინჯის მედალი მიიღეს,” – აცხადებს დოლაბერიძე.