შიდა ქართლში, ტირიფონის არხის 2 000-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისა და მცენარეული ნარჩენებისგან გაიწმინდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ძველი მაგისტრალური არხის მოწესრიგება დაასრულა.

„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, სამუშაოები მოიცავდა ტირიფონის არხის 2000-მეტრიანი მონაკვეთის წმენდას დანალექი გრუნტისა და მცენარეული ნარჩენებისგან. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი სისტემის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც დაახლოებით, 800 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს. მოწესრიგებული საირიგაციო არხით გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის – მეჯვრისხევის, ზერტისა და კვარხითის მოსახლეობა ისარგებლებს.

სარწყავი წყლის სტაბილურად მიწოდება სოფლის მეურნეობის პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, გააუმჯობესონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება.

დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 5 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 10740 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.

უახლესი

მსგავსი სტატიები