იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში, ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.
პროექტის სკვერის სრულ განახლებას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში სრულად ჩანაცვლდება საფარი, დამონტაჟდება განათების სისტემა, მოეწყობა ახალი საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელ სივრცეები და განახლდება გამწვანების ზონები.
პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 1 197 047 ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარების ფონდისგან ფინანსდება.
პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს თანამედროვე, კომფორტული რეკრეაციული სივრცე შეემატება.




