ინტერაქტიულ რუკას ახალი ფუნქციები დაემატა – ელექტრონულ პლატფორმაზე მოქალაქეები მშენებარე თუ უკვე დასრულებული ობიექტების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ

ინტერაქტიულ რუკას ახალი ფუნქციები დაემატა – ელექტრონულ პლატფორმაზე მოქალაქეები მშენებარე თუ უკვე დასრულებული ობიექტების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. პოტენციურ მყიდველს რუკაზე, სამ სხვადასხვა ფერში მონიშნული შენობები ხვდება, რაც კონკრეტული ცნობის მატარებელია.

ინტერაქტიული რუკით სარგებლობა სპეციალურ საიტზეა შესაძლებელი. ახალი სერვისის საშუალებით, დაინტერესებული პირები, ინფორმაციას იღებენ იმ მიზეზებზეც, რის გამოც, მუნიციპალურმა ინსპექციამ, კონკრეტულ ობიექტს, მშენებლობის პროცესი შეუჩერა.

ახალი სერვისი მომავალი მესაკუთრეების ინტერესებსა და უფლებებზეა მორგებული. მექანიზმის ამოქმედების შედეგად, სამშენებლო კომპანიები სანებართვო პირობებს მეტი პასუხისმგებლობით შეასრულებენ.

ახალი პლატფორმა პოტენციურ მყიდველებს იმ რისკებისგან დააზღვევს, რომლის წინაშეც მოქალაქეები ათწლეულების განმავლობაში იდგნენ.

უახლესი

მსგავსი სტატიები