29 და 30 ნოემბერს 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 68-ე კმ-ზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე მდინარე ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, 2025 წლის 29 და 30 ნოემბერს 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე აღნიშნულ ხიდზე დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში, მაღალი გამავლობის (ორი წინ წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება დროებით შემოვლელ გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

უახლესი

მსგავსი სტატიები