გურჯაანი პირველად, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მასპინძელია. საღამო კინოსა და მუსიკას ეძღვნება. ქართველ ხელოვანებთან ერთად ფესტივალში იტალიელი მუსიკოსი, ნელო სალცა მონაწილეობდა, რომლის კარიერა კომპოზიტორ ენიო მორიკონეს მუსიკალურ მემკვიდრეობას უკავშირდება. ფესტივალის სამხატვრო და მუსიკალური ხელმძღვანელი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილია.
სამდღიანი ფესტივალის მიზანი ერთ კულტურულ პლატფორმაზე მრავალფეროვანი ხელოვნების დარგების გაერთიანებაა. ასევე, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.




