გურჯაანში, თელავსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა დაიგეგმა.
დაცული ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 22 000 ჰექტარ ფართობზე გაშენდება, მოიცავს ცივგომბორის ქედსაც. უკვე განხორციელდა კვლევითი სამუშაოები, რომელმაც დაადასტურა, რომ ტერიტორიები სრულად აკმაყოფილებს რეგიონში ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის დაარსებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს.




