როდის დავდგათ და რა ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე 2026 წლის შესახვედრად:

თეთრი და ოქროსფერი – “სისუფთავე და წარმატება”. ეს წლის მთავარი კომბინაციაა. მოიზიდავს ფინანსურ სტაბილურობას, კარგ შესაძლებლობებსა და წარმატებულ დასაწყისებს

ლურჯი და ვერცხლისფერი – “ჰარმონია და სიმშვიდე” – იდეალურია, თუ გინდა მშვიდი, დაცული, გაწონასწორებული წელი. მოიზიდავს ინტუიციას, სწორი გზების პოვნასა და შინაგან სიმშვიდეს

მწვანე და ოქროსფერი – “ზრდა და კარიერული წინსვლა” – მწვანე 2026-ში ძალიან ძლიერად მუშაობს. მოიზიდავს ახალ შესაძლებლობებს კარიერაში, მატერიალურ წინსვლას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას

პასტელის ტონები – “სიყვარული და თბილი ენერგია” – თუ ურთიერთობებში სიმშვიდე და ჰარმონია გჭირდება, იდეალურია. მოიზიდავს სიყვარულს, ემოციურ სითბოსა და მშვიდ გარემოს

ზურმუხტისფერი და ვერცხლისფერი – “ფუფუნება და განახლება” – ელეგანტური და მდიდრული გარემო. მოიზიდავს ბედნიერ შემთხვევებს, სიურპრიზებსა და ახალ შესაძლებლობებს.

 ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ ცეცხლოვანი ცხენის წლის შესახვედრად ნაძვის ხე 7, 9, 17, 21, 22, 29, 30 და 31 დეკემბერს დავდგათ:

თუ გინდა, რომ მომავალი წელი ფინანსურად სტაბილური და გაწონასწორებული იყოს, უპირატესობა დეკემბრის დასაწყისს მიანიჭე

ახალი ენერგიების მოსაზიდად თვის შუა რიცხვებზე კონცენტრირდი

სიყვარულსა და ჰარმონიას კი ნაძვის ხის თვის ბოლოს დადგმით მიიღებ

უახლესი

მსგავსი სტატიები