სპორტის მინისტრის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში გრძელდება. შალვა გოგოლაძე ტოკიოს „გრანდ სლემს“ დაესწრო, რომლის ფარგლებშიც სრულიად იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან, შინიჩი ნაკამურასთან, შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ძიუდოში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესახებ ისაუბრეს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-იაპონიის მეგობრული ურთიერთობის გაძლიერების პროცესში ძიუდოს როლსა და მნიშვნელობაზე.




