თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
კულტურა

IMDb-მ წლის ყველაზე პოპულარული ფილმების რეიტინგი შეადგინა

IMDb-მ წლის ყველაზე პოპულარული ფილმების რეიტინგი შეადგინა

ვებგვერდმა IMDb 2025 წლის ყველაზე პოპულარული ფილმები და სერიალები დაასახელა. რეიტინგები ეფუძნება IMDb-ის გვერდების ნახვების რაოდენობას.

წლის ყველაზე პოპულარული ფილმი ჯეიმს განი „სუპერმენი“ გახდა, რომელშიც მთავარ როლს დევიდ კორენსვეტი ასრულებს. მსოფლიო პრემიერის შემდეგ ის ორი კვირის განმავლობაში ლიდერობდა IMDb-ის ჩარტებში და 600 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა.

მეორე ადგილზეა ჰორორი „იარაღები“ (The Weapons), ჯულია გარნერისა და ჯოშ ბროლინის მონაწილეობით.

მესამე ადგილი დაიკავა ფილმმა „ცოდვილები“ (Sinners), რომელშიც მაიკლ ბ. ჯორდანი ირლანდიელი ვამპირების წინააღმდეგ მებრძოლი ტყუპის როლს ასრულებს. IMDb-მ ფილმს „ჟანრების დამანგრეველი“ უწოდა. ის სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა IMDb MOVIEmeter-ის ტოპ-20-ში.

ასევე წლის ყველაზე პოპულარული ფილმების სიაში მოხვდნენ: „ბრძოლა ბრძოლისთვის“ (Battle After Battle), „იურული სამყარო: აღორძინება“ (Jurassic World: Rebirth), „იღბლიანი გილმორი 2“ (Happy Gilmore 2), „ჭექა-ქუხილის ხალხი“ (Thunderbolts), „შეუსრულებელი მისია: საბოლოო ანგარიშსწორება“ (Mission: Impossible: The Final Reckoning) და „ფორმულა 1“ (Formula 1).