სოფელ საციხურში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და საფეხბურთო ბადეები, მოეწყო განათება, ხოლო სტადიონის გარე ფასადი სრულიად განახლდა.
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე წელს აშენდა სამი და რეაბილიტირდა ხუთი სპორტული მოედანი.
ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.




