ფოთის მერი: საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ სამუშაოებს როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რაც ეტაპობრივად ქალაქის ყველა ქუჩას მოიცავს

ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქის სხვადასხვა უბანში ინტენსიური სამუშაოები გრძელდება.

მაკალათიასა და ჭონქაძის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა და მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა.
დასრულებული სამუშაოები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.

როგორც ბექა ვაჭარაძემ აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით აქტიურად ხორციელდება სამუშაოები როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რაც ეტაპობრივად ქალაქის ყველა ქუჩას მოიცავს.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები