ბოლნისის კულტურის სახლის შენობაში თოჯინების თეატრი გაიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი კულტურული სივრცე შეემატა. კულტურის სახლის შენობაში, ბოლნისის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი გაიხსნა.

დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლის პრემიერით წარსდგა და ახალ სივრცეში ,,ჯადოსნური ფლეიტა“ ითამაშა. 2026 წლიდან ბოლნისის თოჯინების თეატრის დასი მაყურებელს სრულიად ახალ გარემოში მრავალფეროვან რეპერტუარს შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის თოჯინების თეატრი 30 წელია მაყურებელს წარმოდგენებს სთავაზობს და წლების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არაერთ ფესტივალში მიუღია მონაწილეობა.

უახლესი

მსგავსი სტატიები