გორში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა

გორში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა. ტურნირის ჩემპიონობა გიორგი ჩაგელიშვილმა იზეიმა, საბა ინანეიშვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ნიკა სიდამონიძემ მოიპოვა.

გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ 80, 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში. 80 კილოგრამში ჩემპიონობა დავით გოდერძიშვილმა, 90-ში სოსო ებილაშვილმა ხოლო +100-ში საბა ინანეიშვილმა იზეიმა.

საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა ქართული ჭიდაობის უმთავრესი ტურნირია. ის პირველად 1928 წელს ჩატარდა, წელს კი 97-ედ გაიმართა.

უახლესი

მსგავსი სტატიები