ჰასან აკპინარი 17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

გერმანიის ქალაქ კინბაუმში 17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოკრივე ჰასან აკპინარმა (+80 კგ) ნახევარფინალი უკრაინელ ოლეკსანდრ ხომენკოსთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

სპორტსმენმა მერვედფინალში ბულგარელი ზლატი პენჩევი, მეოთხედფინალში კი გერმანელი არიან ლეონ კოსტრიკა დაამარცხა.

მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეოთხე მედალია. შალვა ბერიძემ (48 კგ), ზაზა მდინარაძემ (52 კგ) და რატი ხარბედიამ (46 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

17 დეკემბერს ფინალში მოკრივე ალექსანდრე ბალაძე (80 კგ) იასპარეზებს.

ახალგაზრდა მოკრივეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

უახლესი

მსგავსი სტატიები