ზურაბ ქადაგიძე: რა ქაოსი და არაულობაც თბილისისთვის გაიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში

“ხალხის ძალის” დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა – ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ, უკან ბრუნდება”.

მისი შეფასებით, თბილისისთვის გამეტებული ქაოსი და არეულობა მიიღეს ბრიუსელში.

“კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა – ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ, უკან ბრუნდება…
ჰო და რაც თბილისისთვის ქაოსი და არეულობა გამოიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში !
კოსების და კალასების პოლიტიკა გააგრძელეთ და უფრო შორს წახვალთ!” – წერს ქადაგიძე.

უახლესი

მსგავსი სტატიები