თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სოლო კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ…

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სოლო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ანსამბლმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები და თანამედროვე პროფესიული საგუნდო ნაწარმოებები შეასრულა.

ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრნენ.

„ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც „ბასიანი“ ჰყავს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შესანიშნავი ანსამბლი კიდევ დიდხანს ემსახურება ქართულ ხელოვნებას და საქართველოს სახელის გატანას მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.