თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
საქართველო

ღვინის ეროვნული სააგენტოს და იაპონური მარკეტინგული კომპანიის „RedBridge” მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და იაპონური მარკეტინგული კომპანიის „RedBridge” მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის…

საქართველოს მეღვინეობის ისტორიის, კულტურის, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია კომპანიის „RedBridge“დირექტორმა, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩიოჰაშიმ გამართა; მანვე სტუმრებს სხვადასხვა სტილის 8 ქართული ღვინო წარუდგინა კახეთის, იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან. ინფორმაციას ღვინის ეროვნული საგენტო ავრცელებს.

ღონისძიებას იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში, 100-მდე სტუმარი დაესწრო.

ნაგოია, იაპონიის ჩუბუსპრეფექტურის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, რეგიონის დედაქალაქად ითვლება და მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრს წარმოადგენს10 მილიონი მაცხოვრებლით. ნაგოია იაპონიაში სიდიდით მესამე ქალაქია ტოკიოსა და ოსაკას შემდეგ.

მარკეტინგულ კომპანიასთან „RedBridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. მისი საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა.

იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დეგუსტაციების პარალელურად, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „FoodexJapan“, “RAW WineTokyo” და „WineandGourmetJapan“, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გაიმართა გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.