თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
კულტურა

რუსთაველის თეატრში ანსამბლ „მარგალიტის“ სოლო კონცერტი გაიმართა

რუსთაველის თეატრში ანსამბლ „მარგალიტის“ სოლო კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში ანსამბლ ,,მარგალიტის“ სოლო კონცერტი „შეხვედრა საშობაოდ“ გაიმართა. კონცერტზე, რომელიც ანსამბლის ხუთი წლის იუბილეს მიეძღვნა, შესრულდა ხალხური და ქალაქური სიმღერები, ქართული საგალობლები და მსოფლიოში ცნობილი საშობაო სიმღერები (Christmas Carol).

კონცერტს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

„ვულოცავ „მარგალიტს“ პირველ საიუბილეო თარიღს. ასეთი ჯგუფების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ანსამბლისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

„მარგალიტის“ რეპერტუარში შედის ქართული ტრადიციული მუსიკის სხვადასხვა მიმართულების ნიმუშები. ანსამბლს მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო ფესტივალებში, მათ შორის, ხორვატიაში, საფრანგეთსა და იტალიაში.