თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
პოლიტიკა

10 წელი ბრიტანეთის მთავრობაში გავატარე, რვა წლის განმავლობაში, ოთხი პრემიერ-მინისტრის, მათ შორის, ჩემი საკუთარი პრემიერობის პერიოდში, მომიწია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გამარჯვება მქონდა, მაგალითად, ბრექსიტის შემდეგ 60-ზე მეტი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა, ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილის შესრულება, უზარმაზარი ინსტიტუციური წინააღმდეგობის ფონზე მომიწია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარ ყოველკვირეულ შოუში განაცხადა.

10 წელი ბრიტანეთის მთავრობაში გავატარე, რვა წლის განმავლობაში, ოთხი პრემიერ-მინისტრის, მათ შორის, ჩემი საკუთარი პრემიერობის…

მისი თქმით, ამ გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ ბრიტანული სისტემა ფუნდამენტურად მორღვეულია, ხოლო მინისტრები მარიონეტების როლს ასრულებენ იმ პოლიტიკის დასამტკიცებლად, რომელიც მათ ბიუროკრატიულმა მანქანამ განუსაზღვრა.

” ვმუშაობდი ექვს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში: ფინანსთა სამინისტროში, რომელიც ყველაზე ძლევამოსილ დეპარტამენტად ითვლება; საგარეო საქმეთა სამინისტროში – ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო უწყებაში; და ბოლოს, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში.
ამ გამოცდილებამ, განსაკუთრებით კი, დაუნინგ სტრიტის 10-ში მუშაობის პერიოდმა – რაზეც უფრო ვრცლად მომავალ კვირას ვისაუბრებ – დამარწმუნა, რომ ბრიტანული სისტემა ფუნდამენტურად დანგრეულია. მინისტრები მარიონეტების მსგავსად მოქმედებენ იმ პოლიტიკის დასამტკიცებლად, რომელსაც ბიუროკრატიული მანქანა განსაზღვრავს. მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, თუმცა ეს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას მოითხოვს და დიდწილად ხსნის კონსერვატიული მმართველობის 14 წლის განმავლობაში მიღებულ სუსტ შედეგებს.
მათგან, ვინც უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს, უმრავლესობა არასოდეს ყოფილა არჩეული და იშვიათად თუ გათავისუფლებულა. მიუხედავად ამისა, არჩეული პოლიტიკოსები იძულებულნი არიან იმოქმედონ იმ ჩარჩოებში, რომლებიც სწორედ მათ მიერ არის დაწესებული. ხშირად კი სწორედ არჩეული პოლიტიკოსები იღებენ პასუხისმგებლობას და „დამნაშავის“ როლში აღმოჩნდებიან არაკომპეტენტურობის გამო.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.