თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
საქართველო

ოზურგეთის სოფელ ნაგომარში არანაკლებ 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ოზურგეთის სოფელ ნაგომარში არანაკლებ 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ახალი სკოლის პროექტირებაზე.

კონკურსი ითვალისწინებს არანაკლებ 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტის შექმნას, რომელიც შემდგომში, სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი, დამატებით 15 ობიექტზე.

თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობა უზრუნველყოფს უსაფრთხო, თანამედროვე და ყველასათვის ხელმისაწვდომ სასწავლო გარემოს.

სკოლის ინფრასტრუქტურა საკლასო ოთახებთან ერთად გააერთიანებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეებს და სამეცნიერო ლაბორატორიებს.

შენობაში განთავსებული იქნება მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზები, კვებისთვის განკუთვნილი სივრცე, ეზოში კი მოეწყობა სათამაშო მოედანი.

სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.